გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ - პენსიონერი, სავარაუდოდ, ელექტრონულ ფესტივალზე იყო

25.08.25 18:13
გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ - პენსიონერი, სავარაუდოდ, ელექტრონულ ფესტივალზე იყო

გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ - სამაშველო ოპერაციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, პენსიონერი, სავარაუდოდ, გომის მთაზე ელექტრონულ ფესტივალზე დასასწრებად წავიდა და მას შემდეგ ოჯახი დაკონტაქტებას ვერ ახრეხებს.

განახლება: რამდენიმე წუთის წინ, 85 წლის კაცის ელექტრონულ ფესტივალზე წასვლის ამბავი "პირველებს" მისმა რძალმა დაუდასტურა. როგორც ქალი ამბობს, მისმა მამამთილმა სწორედ ასე დაუბარა ოჯახის წევრებს, რო  ფესტივალზე მიდიოდა.

სახლში დაიბარა, რომ ფესტივალზე მიდიოდა, ბოლოს იქ ნახეს, მერე ვიღაცას უნახავს, გზა ამებნაო. გუშინს შემდეგ ვეძებთ ჩვენც და სამაშველოც -გვითხრა დაკარგულის რძალმა "პირველებს".

📍 თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია ან ნახეთ,  დაუკავშირდეთ:
📞 511413263