ვიზალიბერალიზაციის დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოდის - 8 პოლიტიკური გაერთიანება მასშტაბურ აქციას აანონსებს
ვიზალიბერალიზაციის დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოდის - 8 პოლიტიკური გაერთიანება მასშტაბურ აქციას აანონსებს. 13 სექტემბერს ხალხი ქუჩაში ერთ-ერთი მთავარი ევროპული მონაპოვარის დასაცავად გამოვა. ბოლო კვირის ათვლა დაწყებულია. 31 აგვისტო ის თარიღია, როდესაც ევროკავშირმა 4 მოთხოვნის შესრულების შესახებ ანგარიში უნდა ჩაიბაროს.
ივანშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ბრიუსელიი ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერებით კონკრეტული მიზნებისთვის აშანტაჟებს, არადა ერთადერთი რასაც ევროკაშირი ქართული ოცნებისგან ითხოვს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაბრუნებაა.
იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს , ოცნებას 4 მარტივი რეკომენდაცია უნდა შესრულებინაა. გაეთავისუფლებინა პოლტიკური პატიმრები, შეეწყვიტა რეპრესიები, გაეუქმებინა რეპრესიული კანონები და განემუხტა პოლიტიკური კზირისი - ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიამ არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა და ამით ხალხი დიდ საფრთეხში ჩააგდო.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.