ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ქალის ჩვენება სასამართლოზე და ახალი დეტალები პოლიციის ფაილებიდან

25.08.25 20:28
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ქალის ჩვენება სასამართლოზე და ახალი დეტალები პოლიციის ფაილებიდან

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ქალი დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ დანაშაული პოლიციამ იძულებით აღიარებინა.  თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ განყოფილებაში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

ბრალდებულს არაფერი უთქვამს, რა მოხდა ტრაგედიის ღამეს და რა იყო უთანხმოების მიზეზი მასა და მის მეუღლეს შორის. დრეს სხდომაზე ახალი დეტალების შესახებს გახდა ცნობილი, პოლიციის ფაილებიდან - გამოძიების ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ თეკლა გერსამიამ დანა გარეცხა, თავად კი მიმალვას დედასთან შეეცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ყველაფერს უარყოფდა, სასამართლომ ის პატიმრობაში გაუშვა. 

ძალადობასა და მუქარაში პოლიციას მისი ადვოკატიც ამხელს. დასახელებულია - ნუგარ ნოზაძე - ადვოკატის მტკიცებით ეს ის გამომძიებელია, რომელიც იურისტს გაკოჭვით დაემუქრა მას შემდეგ, რაც ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადეს, გარდა ამისა მისი განმარტებით დაკავებულთან გამოკითხვის დროს არ შეუშვეს და ქალს  ჩვენება იძულებით ჩამოართვეს.

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.