ადვოკატების დასკვნითი სიტყვა სინდისის 8 პატიმრის საქმეზე - რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში და როდის გამოცხადდება განაჩენი?

25.08.25 20:26
ადვოკატების დასკვნითი სიტყვა სინდისის 8 პატიმრის საქმეზე - რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში და როდის გამოცხადდება განაჩენი?

1 სექტემბერი, საქალაქო სასამართლო - ამ დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სინდისის 8 პატიმარს განაჩენს გამოუტანს. 9 თვიანი პროცესის დასასრულამდე ერთი კვირა დარჩა.

დღეს ადვოკატების დასკვნითი სიტყვების დღე იყო. უფლებადამცველების თქმით, საქმეში არ არსებობს არც ერთი სამხილი, რომელიც ბრალდებულების დანაშაულს დაადასტურებს.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში, სადაც ბრალდებულებს ჯგუფურ დანაშაულს ედავებიან ჯგუფი არ არსებობს.  მოწმეებმა დაზარალებულები ვერ ამოიცნეს, ვიდეომტკიცებულებები დამონტაჟებულია. 
 

მათი მტკიცებულებები ამ საქმეში განსაკუთრებით განსაკუთრებით ფალსიფიცირებულია სხვა საქმეებთან შედარებით. ისინი შედგება დამონტაჟებული ვიდეობისგან და რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ დამონტაჟებულია და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ცდილობს, რომ წარმოადგინოს, რომ მასზე დანაშაულია ასახული, სინამდვილეში არ ასახავს არანაირ დანაშაულს. არცერთი პოლიციელის ჩვენებით, მათ შორის არც ცრუ ჩვენებით არ დასტურდება ის, რომ ამ ადამიანებმა რაიმე დანაშაული ჩაიდინეს. ვერცერთ მოწმეს ვერ ათქმევინა პროკურატურამ, რომ მათ რომელიმე ბრალდებული დაინახეს ან რომელიმე ბრალდებულმა მათ რაიმე ზიანი მიაყენათ. ჩხრეკის დროს არ იყო ამოღებული არცერთი მტკიცება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. მაგალითად სატელეფონო ჩანაწერები, რომლითაც პროკურატურა როგორც ამტკიცებდა, დაამტკიცებდა და უნდა დაემტკიცებინა მომავალშ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან გვქონდა საქმე, წარმოდგენილი საქმეში არ არის", - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.