ხანძარი თბილისში - თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცეცხლი ოთხსართულიან შენობაში გაჩნდა
ხანძარი თბილისში - თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცეცხლი ოთხსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც მაღაზიები და საწყობებია. პირველადი ვერსიით, ადგილზე ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართავობის გამო გაჩნდა. აალება გვერდით მდებარე შენობაზეც გადავიდა. დამწვარია ათობით მაღაზია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ათობით მეხანძრე-მაშველი ადგილზე 4 საათის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ შენობები მიზანმიმართულად დაწვეს. მათი თქმით, ზარალი ძალიან დიდი და არ აქვთ იმედი, რომ აღნიშნულს აუნაზღაურებენ.
ძალით არის დამწვარი და კიდევ რომელი იქნება რიგში, ღმერთმა იცის. მაინც და მაინც დილის 6 საათზე იწვება ყველა ბაზრობები? მანამდე ბორჯომის ვაგზალი ხომ დაიწვა? 6 საათე მოხდა ისიც. ჯერ ძარცვავენ და მერე წვავენ, - ამბობს მოვაჭრე.
მოვაჭრეები ახლა ელოდებიან, როდის მისცემენ საშუალებას, რომ დამწვარ მაღაზიებში შევიდნენ და ზარალი დაითვალონ. ადგილზე ელოდებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც.