პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში არ უშვებენ
საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 11 პირის პროცესი რამდენი წუთში უნდა დაიწყოს, არ უშვებენ. ამის შესახებ ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი, ნანუკა ქაჯაია იტყობინება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობარ აქვს, აქვს მხოლოდ ონლაინ დოკუმენტი, რომლით შესვლაზე მას უარი განუცხადეს.
მანდატურებმა ზურაბიშვილს უთხრეს, რომ დარბაზში მას შემდეგ დაუშვებდნენ, რაც მოსამართლე ნებართვას გასცემდა, თუმცა ნინო გალუსტაშვილმა სალომე ზურაბიშვილი პროცესზე არ დაუშვა.