ამ შენობაში 2012 წელს ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს ვიცავდი, დღეს კი უდანაშაულო ადამიანებს ვიცავ - ეკა ბესელია

26.08.25 13:16
ამ შენობაში 2012 წელს ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს ვიცავდი, დღეს კი უდანაშაულო ადამიანებს ვიცავ - ეკა ბესელია

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესი მიმდინარეობს - ამ წუთებში სამი ადვოკატის სახელით დასკვნით სიტყვას კითულობს ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველიეკა ბესელია.

ბესელია დღეს სასამართლოს წინაშე 33 გვერდიანი სიტყვთ წარსდგა და ასევე წარადგინა არგუმენტები, რომლითაც მისი თქმით, ბრალდებულების ბრალი ვერ დასტურდება. 

26 არგუმენტიდან ამ წუთებში ბოლო არგუმენტებს უკითავს ეკა ბესელია სასამართლოს. მანამდე კი უფლებადამცველმა წარსული გაიხსენა და თქვა, რომ 13 წლის წინ სასამართლოს შენობაში ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის არგუმენტებს იცავდა, დღეს კი იმ უდანაშაულო ადამიანების დაცვა უწევს, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოამწყვდია ციხეებში. 

დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს გზად გადაეღობა სინდისის პატიმრების საქმეები - განაცხადა ადვოკატმა და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა, უთხრა, რომ თემიდას სასწორზე მისი განაჩენით საქართველოს ევროპული მომავალი დევს

ამ შენობაში ბოლოს -2012 წელს გამოვედი, ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს - ვის ვიცავდი? ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს - მოქალაქეობა რომ დამებრუნებინა მათთვის.

იმ წლებში მოსამართლეებსაც ვიცავდი, ვისაც წინა რეჟიმი უსამართლოდ დევნიდა და მათი დაცვაც არ იყო უსაფრთხო. მაგრამ ვიცავდი, რადგან ამით მთავარ იდეას - თავისუფალ მართლმსაჯულებას ვეხმარებოდი.
დღეს გამოვდივარ ბევრი მოვლენის შემდეგ, რათა უდანაშაულო ადამიანები დავიცვა და ბევრ რამეზე დაგაფიქროთ, ვიდრე ვერდიქტს გამოაცხადებთ!

ერთი მოსამართლის თავისუფლებაზე გადის ადამიანის/ადამიანების ბედი. ზოგჯერ კი ქვეყნის მომავლის ბედიც.
 
სწორედ ასეთ საქმეს იხილავთ, სადაც არა  მხოლოდ 11 უდანაშაულო ადამიანი გყავთ განსასჯელის სკამზე არამედ საქართველოს ევროპული მომავლის ბედზეც ახდენთ გავლენას თქვენი გადაწყვეტილებებით. 
 
დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს გზად გადაეღობა სინდისის პატიმრების საქმეები.

ქალბატონო მოსამართლევ!
რა დევს თემიდას სასწორზე ამ განაჩენით: საქართველოს ევროპული მომავალი.

აი, თქვენ, თქვენი წილი ვალდებულება, თქვენც დაგაკისრეთ, მაშინ როცა მე როგორც კანონმდებელმა და იურიდიული კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ევროინტერგრაციის ხელშეწყობა ვალდებულებაა ყველა სახელმწიფო ორგანოს და ყველამ ყველაფერი უნდა გააკეტოს.

თქვენი როლი რა არის? თქვენ გეკრძალებათ აქციებზე გასვლა, მაგრამ თქვენს ნაცვლად ეს ახალგაზრდები იდგნენ იქ, იმათ ნაცვლადაც ვინც უნდა იცავდეს  კონსტიტუციის 78 მუხლს კონსტიტუციის, ანუ საქართველოს ევროპულ მომავალს.
თქვენი როლი კი აქ მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებაა.
ევროული ოჯახი სწორედ ასეთი საქმეებით, მზია ამაღლობელის განაჩენით, სინდისისპატიმრების საქმეებით აფასებსსაქართველოს დემოკრატიულ სურათს.
ხომ კარგად იცით რომ ევროკავშიროს ბოლო გადაწყვეტილებით 1 სექტემბრამდეა ვადა, რათა საქართველომ აჩვენოს პატივისცემა ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების.
ამ განაჩენს და სხვა მსგავს საქმეებზე განაჩენებს აქვთ უდიდესი გავლენა მომავალზე.
არ უნდა მოუკლათ ეს მომავალი საქართველოს, ამ თაობას, რომელსაც აქვს განცდა სახელმწიფოებრიობის", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.