ტურისტის ძარცვა და მკვლელობა გორში - დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

12.10.21 14:19
ტურისტის ძარცვა და მკვლელობა გორში - დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლომ ხუთივე ბრალდებულის მიმართ პატიმრიბა გამოიყენა. მე 4 ბრალდებულს ვიცავ.  შეჯერებული გვაქვს პოზიცია, რომ 48 საათში სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ ამ განჩინებას. გამოძიება ამ ეტაპზე ეყრდნობა მხოლოდ დასაბუთებულ ვარაუდს," - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი აცხადებს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქმეში არის პირთა გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები, არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა და ამ მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზება ცალსახად იძლეოდა ხუთივე პირის ბრალდების საფუძველს," - აცხადებს პროკურორი.

5 დაკავებულიდან 4-ს, მათ შორის ერთ-ერთ არასრულწლოვანს, თომას კენედის განზრახ მკვლელობასა და ძარცვას ედავებიან,  ხოლო მეხუთეს, ვასილ ოქროპირიძეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. 

ოქროპირიძის ოჯახის წევრები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ირწმუნებიან, რომ ქუჩის მუსიკოსმა საზარელი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. 

მსგავსი სიახლეები