არჩილ მუსელიანცი, რომელსაც მოსამართლე არევაძემ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

26.08.25 12:26
არჩილ მუსელიანცი, რომელსაც მოსამართლე არევაძემ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი, რომელსაც მოსამართლე გიორგი არევაძემ 22 აგვისტოს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

 29 წლის მუსელიანცს სასამართლომ პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.