ვის კუთვნილებაშია იარაღი, რომლიდან გასროლის შედეგადაც უფროსი ლეიტენანტი დაიღუპა?
თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე დუმს და არ პასუხობს შეკითხვას, ვის კუთვნილებაშია იარაღი, რომლიდან გასროლის შედეგადაც უფროსი ლეიტენანტი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა სამსახურეობრივი იარაღიდან მოხდა, რის შედეგადაც დაზვერვის ოფიცერი აბასთუმანში გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს "პირველებმა" თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში, სადაც გარდაცვლილი სახმედრო მსახურობდა, მის თანამშრომლებს დაუსვა კითხვები, აქვთ თუ არა შვებულების პერიოდში ბაზიდან სასამხურებვიი იარაღის გატანის უფლება და ასევე ჰქონდა თუ არა გარდაცვლილ ოფიცერს შვებულებაში გასვლამდე კონფლიქტი ვინმესთან , თუმცა აღმოსავლეთ სარდლობაში კითვებს არ პასუხობენ.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლა მთავარი კითხვაა, რა გახდა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მიზეზი და ჰქონდა თუ არა მას შვებულებაში სამსახურებრივი იარაღი - აღნიშნულზე პასუხების მოპოვებას "პირველები" ამ წუთებშიც განაგრძობს.