რა გააკეთეს 45-დღიანი დაკეტვის შემდეგ “ვარკეთილის” მეტროში?

26.08.25 14:45
რა გააკეთეს 45-დღიანი დაკეტვის შემდეგ “ვარკეთილის” მეტროში?

45-დღიანი დაკეტვის შემდეგ “ვარკეთილის” მეტროსადგური გაიხსნა, მაგრამ არა რეაბილიტირებული.  საზოგადებრივი ტრანსპორტის  მომხმარებლებიი ავრცელებენ კადრებს სადაც ჩანს, რომმ რკინა ბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ დროის განმავლობაში საესკალატორო გვირაბისა და ბაქნის თაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. 

თბილისის მერიის ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

ასევე შეიცვალა ბაქანზე ჩამსვლელ-ამსვლელი ესკალატორების მიმართულებაც.

„რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები