"ნიკოლოზ კაცია არ იყო არათუ აქტიური, არამედ ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი" - ადვოკატის საბოლოო სიტყვა
სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას უფლებადამცველმა, ნინო ლომინაძემ მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით მიმართა.
მისი თქმით 2024 წლის 18 დეკემბერს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადინდა, რომ ნიკოლოზ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.
ადვოკატის განცხადებით, "ნიკოლოზ კაცია არ იყო არათუ აქტიური, არამედ ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი".
2024 წლის 18 დეკემბერს ჩემს მიერ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელზე გაიცა დასკვნა და დაადგინა, რომ ნიკოლოზ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა ექსტაზი, ბუპრენორფინი, მეთადონი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მცენარე კანაფის) ოპიატები ( მორფინი, კოდეინი, ჰეროინი) ალფა-პვპ ნარკოტიკული საშუალებები, ექსპერტმა მის მიერვე გაცემული დასკვნა დაადასტურა სასამართლოზე და ასევე განმარტა, რომ ნივთიერება თუ პირს მოხმარებული აქვს შესაძლოა დარჩეს ორგანიზმში წლებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე ნიკოლოზ კაცია არ იყო არათუ აქტიური, არამედ ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, შესაბამისად პატაკშივე მოწოდებული ინფორმაცია არა თუ ზუსტი არ არის, არამედ მცდარია," - განაცხადა ნინო ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.