"ირაკლი ქერაშვილს ფოიერვერკის ჰაერში სროლის გამო ასამართლებთ" - ადვოკატის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

26.08.25 17:34
"ირაკლი ქერაშვილს ფოიერვერკის ჰაერში სროლის გამო ასამართლებთ" - ადვოკატის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემაც წარმოთქვა. 

უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება. ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეში არსებულ ვიდეოში ფოიერვერკის ჰაერში გასროლა ჩანს, მაგრამ ვიდეოში არ ჩანს, რომ ირაკლი ქერაშვილი პიროტექნიკას პოლიციელთა მიმართულებით ისვრის. რევაზ აჭარაძის თქმით, არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა ჰაერში გასროლილი პიროტექნიკა. 

ირაკლი ქერაშვილს ფოიერვერკის სროლის გამო ასამართლებთ. არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა ჰაერში გასროლილი პიროტექნიკა, რაც აკრძალული არ ყოფილა. ახლა რამდენიმე კითხვაზე პასუხია გასაცემი. ახლა რამდენიმე კითხვაზე პასუხია გასაცემი.

  1. სად ჩანს ირაკლი ქერაშვილის ამ ძალადობრივი ე.წ. ხანგრძლივ წინააღმდეგობაში და ძალადობაში მონაწილეობა? 
  2. სად ჩანს ირაკლი ქერაშვილი, რომ უწყვეტად ისვრის პიროტექნიკას პოლიციელთა მიმართულებით?
  3. მართლა მაინტერესებს იმ რაკურსით გადაღებული ვიდეო, რაც ლევან ნიჟარაძემ მოიტანა სადაა სრული ვიდეო? დაიღუპა ეგ ოპერატორი? ვიდეო წაშალა? ბრალი წარადგინეს ვიდეოზე, სადაც არაფერი არ ჩანს და მეორედ როცა მივიდნენ სრული ვიდეოს გამოსათხოვად, რაც არ გააკეთეს, ეს კადრი აღარაა ვიდეოში? რასთან გვაქვს საქმე? ანა ბარაბაძის გადაღებული იყო და არ ვიცით?

რა გვაქვს ქერაშვილის საქმეზე?

  • ორი ჰაბიტოსკოპია, რომლის მიხედვითაც ექსპერტს თურმე პირბადიდან შეუძლია ადამიანის ამოცნობა. 
  • ორი ვიდეო სადაც ფოიერვერკის ჰაერში გასროლა ჩანს?
  • მოწმე გვყავს ვინმე ვინც დაადასტურებს ვიდეოს გადაღების დროს, თარიღს?
  • თუკი უტყუარად არ დგინდება, რომ 01 დეკემბერია განაჩენი როგორ გამოგაქვთ?
  • თუ არ დგინდება შეკავშირება განაჩენი როგორ გამოგაქვთ? - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.