მესამე მასშტაბური ხანძარი ვაგზლის მოედანზე – დამთხვევა თუ მიზანმიმართული მოქმედება?

26.08.25 20:35
მესამე მასშტაბური ხანძარი ვაგზლის მოედანზე – დამთხვევა თუ მიზანმიმართული მოქმედება?

ძლიერი ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე 4 სართულიან შენობაში დილის 6 საათზე გაჩნდა. შენობაში ამ დროს არავინ იმყოფებოდა და ელექტრო ენერგიასაც არავინ მოიხმარდა, თუმცა ხალხს ხანძრის გამომწვევ ერთადერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსისტემა დაუსახელეს. განადგურებულია ათობით მაღაზია და აფთიაქი, სადაც მედიკამენტები იყიდებოდა.

ვაგზალზე ჯერ ბავშვთა სამყარო დაიწვა, შემდეგ ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა, დილით კი ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩნდა. დღეს დამწვარი შენობა პირდაპირ ესაზღვრება ბავშთა სამყაროს დამწვარ ტერიტორიას. ეს ფაქტები მოვაჭრეებს აფიქრებინებს, რომ ამ ტერიტორიის მიმართ ინტერესი არსებობს და ნაბიჯ-ნაბიჯ ცეცხლით ანადგურებენ ადგილებს, რომელიც მოქალაქეებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

თბილისის მერი, კახი კალაძე, რომელსაც დილის 6 საათიდან მოვაჭრეები ვაგზალზე ელოდებოდნენ, მედიასთან 14:00 საათზე გამოჩნდა. ამ დროსაც  კი კალაძე ამტკიცებდა, რომ ხანძრის შესახებ არაფერი იცოდა და ეს ფაქტი მედიისგან გაიგო. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.