26 წლის ჯარისკაცის ბურუსით მოცული სიკვდილი - ვისი იარაღიდან მოხდა საბედისწერო გასროლა?

26.08.25 20:32
26 წლის ჯარისკაცის ბურუსით მოცული სიკვდილი - ვისი იარაღიდან მოხდა საბედისწერო გასროლა?

საქართველოს შეირაღებული ძალების დაზვერვის დანაყოფის 26 წლის ჯარისკაცი აბასთუმანში გარდაცვლილი იპოვეს - უფროს ლეიტენანტ ალექსი მაჭავარიანს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. "პირველების" მოპოვებული ინფომაციით, მეოთხე ბრიგანის ჯარისკაცის ცხედარს აბასთუმნის ტყეში მიაკვლიეს.

მეოთხე ბრიგადის უფროსი ლეიტენტანტის სიკვდილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლოებამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლა ჩნდება კითხვა, ვის ეკუთნოდა იარაღი, რომლითაც საბედისწერო გასროლა მოხდა? "პირველებმა" დაადგინა, რომ პისტოლეტი ალექსი მაჭავარიანის სახელზე არ იყო რეგისტირებული. ერთ-ერთი ვერსიით, იარაღი ჯარისკაცმა ბაზიდან წამოიღო და ის სხვა სამხედროს სახელზე იყო გაფორმებილი. 

თუ მაჭავარიანმა კოლეგა ოფიცრის იარაღი გაიტანა ბაზიდან, რამდენ ხანში დაფიქსირდა პოლიციაში იარაღის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია? ან თუ მან ბაზის რეესტრში აღრიცხული იარაღი გაიტანა, როდის შეამჩნია ქვედანაყოფის უფროსმა? ამ კითხვებზე თავდაცვის სამინისტროში პასუხი არ აქვთ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.