რუსეთში მხოლოდ 1 თვეში საქართველოდან 17 ათას 800 ავტომობილი შევიდა - როგორ მუშაობს ლარსის სქემა?

26.08.25 21:03
რუსეთში მხოლოდ 1 თვეში საქართველოდან 17 ათას 800 ავტომობილი შევიდა - როგორ მუშაობს ლარსის სქემა?

ოკუპანტ ქვეყანაში მხოლოდ იანვრიდან ივლისამდე რუსული ანალიტიკური სააგენტოს, "ავტოსტატის" მონაცემებით, 17 ათას 800 ავტომობილი შევიდა მხოლოდ საქართველოდან. ქართულ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ჩვენგან რუსეთში მხოლოდ 5 მანქანა წავიდა. მაშინ საიდან გაჩნდა რუსეთში დანარჩენი ათი ათასობით ავტომობილი?! მუშაობს ორი სქემა - საზღვარზე უახლესი ავტომობილით გადადიან და უკან ფეხით ბრუნდებიან, ან დოკუმენტებს აფორმებენ, თითქოს მანქანები ყაზახეთსა და ყირგიზეთში მიდის.

კვლევებმა უკვე აჩვენა, როგორ იქცა საქართველო რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მაშველ რგოლად. სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ მტკიცებულებაა. რუსული "ევროსტატის" სტატისტიკა, ოფიციალური ელეტრონული პასპორტების სისტემიდანაა მიღებული. თითქოს საქართველოს გავლით რუსეთში მანქანების რეექსპორტი აკრძალულია, მაგრამ სქემა მაინც მუშაობს. ეს კი ქვეყანას მეორადი სანქციების რისკის წინაშე აყენებს.

ავტომობილები, რომლებიც საქართველოდან რუსეთში ხვდება, 2020 წლის შემდეგ არის გამოშვებული. ძირითადად, ამერიკიდან, კანადიდან და ევროპიდან. ყველაზე დიდი მოთხოვნა "ტოიოტას" და "ბეემვეს" მარკაზე აქვთ. ტრანსპორტი, რომელიც შუა აზიაში უნდა მიდიოდეს, რეალურად გზაში - რუსეთში რჩება. რეექსპორტს ქართულ ეკონომიკაში უდიდესი წილი უჭირავს, ამიტომ დასავლური სამყაროს მიერ მეორადი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ეკონომიკაზე დარტყმა გარდაუვალი იქნება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები