გათავისუფლება, მუხლის შეცვლა თუ ციხეში გაშვება - სინდისის პატიმრები ვერდიქტის მოლოდინში

26.08.25 20:04
გათავისუფლება, მუხლის შეცვლა თუ ციხეში გაშვება - სინდისის პატიმრები ვერდიქტის მოლოდინში

სინდისის პატიმრების საქმეებზე განაჩენები სექტემბრიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოცხადდება.  9 თვიანი პატიმრობის შემდეგ შესაძლოა, ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ ან კვლავ დაბრუნდნენ საკანში.

მოსამართლეებს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების გამოცხადება მოუწევთ. 3 სექტემბერს განაჩენი ნიკა კაციასა და საბა სხვიტარიძის მიმართ გამოცხადდება.

კაციას, რომელსაც ორგანიზმში ნარკოტიკის კვალიც კი ვერ აღმოუჩინეს, 20 წლიანი მუხლით ასამართლებენ. ჩამოშლილ საქმეზე ვერდიქტს ელოდება საბა სხვიტარიძეც. პოლიციელზე თავდასხმა ვერ დაუმტკიცეს, საქმე გადაუკვალიფიცირეს, თუმცა 2 წლიანი სასჯელი მაინც ემუქრება.

სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად სასამართლოში დღეს სალომე ზურაბიშვილიც მივიდა, თუმცა მანდატურმა მეხუთე პრეზიდენტის იდენტიფიცირება ვერ შეძლო და შენობაში მხოლოდ მას შემდეგ შეუშვა, რაც ზურაბიშვილს პირადობის მოწმობა მიუტანეს.

ვრცად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.