ღამით კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა - მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში
გასულ ღამეს საქართველოს კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა - Volcano Discovery-ს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში.
მიწისძვრა 0:33 საათზე დაფიქსირდა. კასპიის ზღვაში ბიძგებს წინ უძღოდა დაღესტანში, მახაჩკალასთან ახლოს, მომხდარი კიდევ ერთი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 3.4 მაგნიტუდა იყო.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.