საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა - EU-ს წარმომადგენლობა
საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მათი განცხადებით, 2008 წლიდან EUMM-მა 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც სასაზღვრო ხაზების გასწვრივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა“,-წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქზე“.