ანტონ ჩეჩინი განაჩენის მოლოდინში - დღეს სინდისის პატიმრის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება

27.08.25 11:49
ანტონ ჩეჩინი განაჩენის მოლოდინში - დღეს სინდისის პატიმრის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება

ანტონ ჩეჩინი განაჩენის მოლოდინში - დღეს სინდისის პატიმრის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმართება, სადაც ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს. ამის შემდეგ კი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ადვოკატის განცადებით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც ანტონ ჩეჩინის ბრალეულობას დაადასტურებს. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დიდი ალბათობით გამოცხადდება განაჩენი. რთულია წინასწარ რაიმე სახის მოლოდინებზე საუბარი, იმედი გვაქვს, ყოველთვის გვქონდა და ყოველთვის გვექნება, თუმცა ამ სასამართლსო პირობებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა ნებსიმიერ შემთხვევაში, ბრძოლა გაგრძელდება ნებისმიერი გამამართლებელი განაჩენისთვის. მათ ჰქონდათ 50 დღე იმისთვის, რომ მოეპოვებინათ ვიდეო-ჩანაწერი, მოეძიებინათ ნეიტრალური პირი, თვითმხილველი პირი, მითუმეტეს საუბარი არის დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც დამონტაჟებულაი ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, პროკურატურას ჰქოდან 50 დღე იმისთვის, რომ მოეპოვებინათ მტკიცებულებები, რაც მათ არ გააკეთეს, უფრო ვერ გააკეტეს, რადგან არ არსებობს მტკიცებულებები და არ არსებობს ნეიტრალური პირი, რომელიც დაადასტურებდა შემხებლობას ნარკოტიკულ ნივთიერებასთან", - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.