მარტომ ვცემე, გავძარცვე, თომასს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდაო - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

12.10.21 15:32
მარტომ ვცემე, გავძარცვე, თომასს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდაო - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გორში მოკლული ბრიტანეთის მოქალაქის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - სასტიკი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მუსიკოსის, ვასილ ოქროპირიძის ძმა, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ დაკავებულებს პოლიციამ ძალადობის შედეგად დააწერინა აღირებით ჩვენება. 

მისი მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ბალაშვილმა აღიარა, რომ ის მარტო მოქმედებდა. ტომას კენედი, მტკვრის სანაპიროზე მარტომ წაიყვანა, ცემა და გაძარცვა. 

ბალაშვილი ირწმუნება, რომ ტომას კენედი მდინარეში არ გადაუგდია, უცხო ქვეყნის მოქალაქე წყალში გაქცევისას ჩავარდა. 

სერიოზული ზეწოლა იყო, ეუბნებოდნენ, დანაშაული ეღიარებინა. ჩემმა ძმამ, რა თქმა უნდა სიმართლე ქვა, უთხრა, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი იციდა. ჩემმა ძმამ თქვა, ის რაც ბიჭებმა უთხრეს - წამოდი, ფული დავახარჯინოთ და ცოტა ფულიც წავართვათო. რაზეც ვასილმა კატეგორიული უარი განაცხადა.

ერთ-ერთი დაკავებული, 28 წლის ბიჭი, აღიარებს, რომ კონფლიქტის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქე გვერდით მარტომ გაიყვანა. ამბობს, დავარტყი, რის შემდეგაც დავარდაო, რის შემდეგაც გავძარცვეო. გაქცევას შეეცადა, წყალთან ახლოს ვიყავით, ფეხი წამოკრა და გადავარდაო.

სასამართლოზე თქვა, რომ მარტო მოქმედებდა, სხვები კი არაფერ შუაში არიან, უბრალოდ ერთად დავლიეთო"- აცხადებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის ძმა იოსებ ოქროპირიძე.

მისი მონაყოლის თანახმად, ბალაშვილმა მომხდარის შემდეგ, ნაძარცვი ნივთები დაალომბარდა, ლუდი იყიდა და ამჟამად მასთან ერთად დაკავებულებთან ერთად ლუდი დალია. რაც შეეხება კენედის ადგილსამყოფელს, მან მეგობრებს უთხრა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე დედაქალაქში გააცილა. 

5 დაკავებულიდან 4-ს, მათ შორის ერთ-ერთ არასრულწლოვანს, თომას კენედის განზრახ მკვლელობასა და ძარცვას ედავებიან, ხოლო მეხუთეს, ვასილ ოქროპირიძეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

მსგავსი სიახლეები