ყადაღის ნამდვილი მიზეზი ივანიშვილის და მისი გუნდის დაუოკებელი სწრაფვაა, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება - ნინო დოლიძე
ISFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაცია დაყადარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და დაყადაღების ნამდვილი მიზეზი "ივანიშვილის და მისი გუნდის დაუოკებელი სწრაფვაა, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება"
აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ამ უსაზღვრო უსამართლობას პასუხი გაეცემა. ჩემი მხარდაჭერა ყველა ორგანიზაციას - წერს ნინო დოლიძე.
დღეს ისფედი და კიდევ 6 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დააყადაღეს.
პროკურატურის განცხადებაში ნახსენები ბრალდება იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა.
რეალური მიზეზი ყველამ ვიცით, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის დაუოკებელი სწრაფვა, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში.
აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ამ უსაზღვრო უსამართლობას პასუხი გაეცემა. ჩემი მხარდაჭერა ყველა ორგანიზაციას!"- წერს ნინო დოლიძე.
7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
- არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.