მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სკოლა გაძარცვეს - რა არის წაღებული?
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე ნომერ მე-2 საჯარო სკოლა გაძარცვეს.
ინციდენტი 24 აგვისტოს ღამეს მოხდა.
ინფორმაცია მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, ხანალი გაჰრამანოვმა დაადასტურა.
მისი თქმით, სკოლიდან ერთი კომპიუტერი და ერთი პრინტერი მოიპარეს.