"თავისუფლება უბრალო სიტყვები არ არის, იმ თავისუფლებას გაუმარჯოს, რომლისთვისაც იბრძვით..." - ვასილ კაძელაშვილი
"თავისუფლება უბრალო სიტყვები არ არის, იმ თავისუფლებას გაუმარჯოს, რომლისთვისაც იბრძვით... ეს ციხე არ არის, ეს არის წამება... 36 კვადრატში 6 კაცი რომაა, ჰაერი არ არის, ეს წამებაა" - ამ სიტყვებით სინდისის პატიმარმა, ვასილ კაძელაშვილმა სასამართლოს მიმართა.
ვასილ კაძელაშვილმა მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი "ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით ცხოვრებით უნდა ტკბებოდნენ".
მადლობა ამ საოცარ ადამიანებს, იურისტებს, ადვოკატებს, რომ ასე თავგანწირვით იბრძვით, სიმართლისთვის, ფასეულობებისთვის, რითაც გაიზარდეთ და დილით, როცა ადგებით, სამსახურში მიდიხართ, სარკეში ჩაიხედავთ და თქვენი თავის არ გრცხვენიათ... ამოღებული ხმალი ხართ ჩვენთვის.
თავისუფლება უბრალო სიტყვები არ არის, იმ თავისუფლებას გაუმარჯოს, რომლისთვისაც იბრძვით...
მეცინება, მედავებიან ჯგუფურობას. ცხოვრებამ მომიტანა, მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, მაგრამ გავაგრძელე ცხოვრება, 18 წელი დინამო თბილისში წყალბურთელთა ნაკრებში ვითამაშე და ბევრი წარმატება მოვუტანე ქვეყანას...
ვერასდროს ვიტანდი ძალადობას და დღეს ჩემს გულში რომ ჩავიხედავ, ვზივარ ისეთ ბრალდებას მიყენებდნენ, თითქოს მე ვაორგანიზებდი ანგელოზებივით თაობას, მათ დასაორგანიზებელი არაფერი აქვთ. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც აიფონი ლაიქისთვის აქვთ, ესენი ცხოვრობენ იქ, სწავლობენ, ინფორმაციას ეცნობიან, პროპაგანდისტულ გვერდებზე კი არ უსმენენ, ოფიციალურ გვერდებზე კითხულობენ.
კადრები რომ გავიდა ჩემზე, "იმედზე", ბევრმა მეგობარმა დამირეკა... მე ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და შემეძლო კადრების გავრცელებისთანავე ავმდგარიყავი და წავსულიყავი, მაგრამ სიმართლესა და ტყუილს შორის, სიმართლე ვარჩიე და დავრჩი... მეორე დღეს მირეკავს მეზობელი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მოდიო... მივდივარ, ტელეფონს მატოვინებს... მაქვს შეგრძნება, რომ ვიღაცაა კიდევ ოთახში... ის მეუბნება, რა დამემართებოდა, თუ მათ დაწერილს არ ვიტყოდი ტელევიზიით, მე ეს არ გავაკეთე, მე სიმართლის მხარეს ვარ და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი დამეხმარა, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, ერთ-ერთი ჩემი შვილი ვერ მოდის რამდენიმე დღეა სამსახურიდან და ძალიან, ძალიან მაგრად მენატრება...
ეს ციხე არ არის, ეს არის წამება... 36 კვადრატში 6 კაცი რომაა, ჰაერი არ არის, ეს წამებაა... მე არ ვისაუბრებ, რა გავიარე ციხემდე...
ეს ახალგაზრდები ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით ცხოვრებით უნდა ტკბებოდნენ," - თქვა ვასილ კაძელაშვილმა. ("რადიო თავისუფლება")