გიორგი გორგაძე: იმედია ეს საქმე ისტორიას დარჩება, როგორ მიიღო ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა დიდი ზეწოლის მიუხედავად სამართლიანი გადაწყვეტილება

27.08.25 16:54
გიორგი გორგაძე: იმედია ეს საქმე ისტორიას დარჩება, როგორ მიიღო ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა დიდი ზეწოლის მიუხედავად სამართლიანი გადაწყვეტილება

"საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს... არ შემშინებია არაფრის, არც ციხის კედლები შემაშინებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება" - ამ სიტყვებით სასამართლოს სინდისის პატიმარმა, გიორგი გორგაძემ მიმართა. 

მისი განცხადებით, საქართველოში სამართალი დაკარგულია. სინდისის პატიმარმა იმედი გამოთქვა, რომ მათი საქმე ისტორიას დარჩება, "როგორ მიიღო ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა დიდი ზეწოლის მიუხედავად სამართლიანი გადაწყვეტილება". 

არაფერია სანერვიულო, ოთხი წელი გაივლის და ყველაფრი კარად იქნება და მეც და ჩემი ოჯახის ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ როგორშიც გვინდა...

ჩემთვის ბრალდება გაუგებარი იყო და ეს ბიჭები სასამართლოს ე.წ. ფუქსებში გავიცანი. არც ვიცოდი, რომ მათთან ერთად საერთო საქმეს მედავებოდნენ, სასაცილო იყო... ალბათ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება... ამ ქვეყანაში სამართალი დაკარგულია.

საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს... არ შემშინებია არაფრის, არც ციხის კედლები შემაშნებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება... ტელევიზიაში ხშირად მესმის ფრაზები: რადიკალები... ბევრი ადამიანი შემიძლია მოვიყვანო და ჩემი პიროვნება დაახასიათოს, ქალბატონო თამარ, ალბათ თქვენც მოგიწევთ ჩემი დახასიათება, არ ვიცი როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა... იმედია ამას გაითვალისწინებთ, რომ მე არ ვარ ეგეთი ადამიანი, მოძალადე რადიკალი, ვიღაც მომეკლა... არ ჯდება ჩემში, შეიძლება ჭიანჭველას არ დავადგა ფეხი...

დაკავების წუთიდან დუმილის უფლებას ვიყენებ და ახლა ვარღვევ დუმილის უფლებას, უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს და იმედი მაქვს თქვენ ქალბატონ თამარ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ და იმედია ეს საქმე ისტორიას დარჩება დიდი ზეწოლის მიუხედავად სამართლიანი გადაწყვეტილება, როგორ მიიღო ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა...

სამართლიანი განაჩენის შემთხვევაში 2026 წელს ამერიკაში შევხვდებით და ვიზეიმებთ [საქართველოს ნაკრების] გამარჯვებას," - ამბობს გიორგი გორგაძე. ("რადიო თავისუფლება")