პროკურატურა "ოცნების" ვერსიას იმეორებს და ამტკიცებს, რომ რიჟვაძე "დეპრესიულ მდგომარეობამდე „შავმა პიარმა“ მიიყვანა"
თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე "ოცნების" (მდინარაძე-კობახიძე) ვერსიას იმეორებს და ირწმუნება, რომ გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
პროკურატურა "ოცნების" ვერსიას იმეორებს და ამტკიცებს, რომ რიჟვაძე "დეპრესიულ მდგომარეობამდე მის მიმართ აგორებულმა „შავმა პიარმა“ მიიყვანა"
კითხვაზე, რიჟვაძის წერილში მოყვანილ გარემოებებზე, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა, არის თუ არა დადგენილი, ვისი მხრიდან, პროკურორი პასუხობს, რომ „კონკრეტული პირები იდენტიფიცირებულები არ არიან“.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის დაკითხვას, პროკურორი ამბობს, რომ აჭარის ყოფილი მეთაური გამოკითხული არ არის.
გამოძიების ფარგლებში, რაც თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტს უკავშირდება, გამოკითხულია მისი არაერთი მეგობარი და მათ შორის, ოჯახის წევრები. ისინი უთითებენ, რომ მის მიმართ „შავი პიარი“ იყო აგორებული, რამაც მისი დეპრესიული მდგომარეობა განაპირობა. იგულისხმება, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, კონკრეტული პირებისაგან აგორებულ „შავი პიარს“.
გამოძიება გრძელდება, ოჯახის წევრები, მისი მეგობრები მიუთითებენ თორნიკე რიჟვაძის დეპრესიულ მდგომარეობას, რაც გამოწვეული იყო მის მიმართ აგორებული შავი პიარით. აკონკრეტებენ როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე მასმედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და ზოგადად, კამპანიას რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული.
გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე ისინი იდენტიფიცირებულები არ არიან. მაგრამ გამოძიება გრძელდება.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის დაკითხვას, იგი იმყოფება თურქეთში, გადის მკურნალობას და ამ ეტაპზე იგი გამოკითხული სისხლის სამართლის საქმეზე არ არის", - აცხადებს პროკურორი.
რა თქვა დღეს სასამართლოში მისულმა ალექსი ახვლედიანმა:
- კაცი, ვისი იარაღითაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, მომხდარის დეტალებს პირველად ყვება
- რა მდგომარეობაში იპოვა ალექსანდრე ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძე - პირველი კომენტარი
- თორნიკე რიჟვაძეს დაუნიშნეს 2-თვიანი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, ასევე კვირის ბოლოს გაუკეთებენ ოპერაციას - ალექსი ახვლედიანი
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.