სინდისის 8 პატიმრის საქმე - მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გამოაცხადებს
სინდისის 8 პატიმრის დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ გავიდა. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს 12:00 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესზე სინდისის რვავე პატიმარმა ისარგებლა საბოლოო სიტყვით.
დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ზვიად ცეცხლაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის უფლებადამცველებმა.
შეგახსენებთ, რომ:
- დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
[ფოტო: არქივიდან]