არსებობს ეჭვი, რომ თორნიკე რიჟვაძეს ზურგში ესროლეს... მე ვიცი, რომ გეკა გელაძე იყო იმ დღეს საგარეჯოს სახლში - ხაბეიშვილი

27.08.25 17:21
არსებობს ეჭვი, რომ თორნიკე რიჟვაძეს ზურგში ესროლეს... მე ვიცი, რომ გეკა გელაძე იყო იმ დღეს საგარეჯოს სახლში - ხაბეიშვილი

 

 

"ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს ალექსი ახვლედიანის მონაყოლის არ სჯერა. ოპოზიციონერის ინფორმაციით, საგარეოჯოს სახლში 7 ივლისს, როცა თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმყოფებოოა შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე.

ასევე, ხაბეიშვილის ინფორმაციითვე, არსებობს ეჭვი, რომ თორნიკე რიჟვაძეს ზურგში ესროლეს, ამიტომაც ენმ-ს ლიდერი გამოძიებას აღნიშნულ კითვებზე პასუხებს სთხოვს და ასევე ითხოვს ექსპერტიზის დასკვნას, რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა. 

ბოდიში, ახვლედიანი რაღაცას იპრუტუნებს, იმიტომ, რომ თავისუფლება იყიდოს, ეს დამაჯერებელი ვერსია ვერ იქნება - აცხადებს ხაბეიშვილი.

კითხვები იცი რა არის საზოგადოებაში? - ზურგში ხომ არ ესროლეს რიჟვაძეს... თვითონ თუ ისროლა, ექსპერტის დასკვნა დადეთ, რომ თვითონ ისროლა, რა ტრაექტორიით ისროლა. არსებობს ეჭვი, რომ ზურგში ესროლეს. არსებოსბ ეჭვი, რომ დისტანციიდან ესროლეს. თქვენ ეს ვერსიები არცერთი არ გითქვამთ ოფიციალურად. მეტსაც გეტყვით, ამ დრომდე არ ვიცით, იმ დღეს სახლში ვინ იყო. მე ვიცი, რომ გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული იყო იმ დღეს იმ სახლში. იყო თუ არ იყო? უკაცრავად, ბოდიში, ახვლედიანი რაღაცას იპრუტუნებს, იმიტომ, რომ თავისუფლება იყიდოს, ეს დამაჯერებელი ვერსია ვერ იქნება. ამ ახვლედიანს მივმართავ, ენა მაინც გააჩუმე კაცო... ჯერ ერთი, იქნება შენ ესროლე, საიდან უნდა გავიგოთ? ვიცით რამე, შენი იარაღით მოხდა გასროლა, ის იარაღი ვინ მიაწოდა, შენი იაღარი თუ იყო, რატომ შესაბამის ადგილას არ იყო დამალული, რომ ვიღაცამ ასე დაუდევრად არ აიღოს?   უამრავი კითხვებია და ან ენას კბილი დააჭირეთ, ან არადა ოფიციალური ვერსია თქვით", - აცხადებს ხაბეიშვილი.

რა თქვა დღეს სასამართლოში მისულმა ალექსი ახვლედიანმა: 

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

  • საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.