"თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ" - ირაკლი მიმინოშვილის საბოლოო სიტყვა

27.08.25 17:35
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ" - ირაკლი მიმინოშვილის საბოლოო სიტყვა

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ" - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლოს. 

მან საბოლოო სიტყვაში მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც კვლავ რუსთაველის გამზირზე დგანან და ბრძოლას აგრძელებენ. 

თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ, მადლობა, რომ ეს ადამიანები გავიცანი, კამერაში - ანდრო ჭიჭინაძე, დავით ხომერიკი, უჩა აბაშიძე...

მადლობა ოჯახის წევრებს, ხალხსაც, დიდ ძალას მმატებს ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ჩემს ბანერს ვხედავ ცხრა თვის მერე..

ბევრი დანებდა, მაგრამ ვინც იქ დგახართ და ჩემი სახელით აგრძელებს ბრძოლას, მადლობა," - თქვა ირაკლი მიმინოშვილმა. ("რადიო თავისუფლება")