გვარამია: როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა რუსეთიდან

27.08.25 17:48
გვარამია: როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა რუსეთიდან

როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" დაპატიმრებული ლიდერი, ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

გვარამიას თქმით, ის რომ "13 სექტემბერის აქციის დაანონსებას "ოცნებამ" სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა", ეს ნიშნავს, რომ "ესეიგი აქციაზე უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა".

მეგობრებო, "ანტიქართული ოცნება" გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ "ან ყველაფერი, ან არაფერი"!
როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.
13 სექტემბერის აქციის დაანონსებას "ანტიქართულმა ოცნებამ" სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესეიგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!
ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს!
დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, "ანტიქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად "სახელმწიფო გადატრიალების საქმე". რასაც იქედან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერია ნიკა გვარამიას წერილში.