"ორი პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა, რომ სამართლიან განაჩენს გამოიტანთ" - ინსაფ ალიევის საბოლოო სიტყვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესზე ბრალდებულმა, ინსაფ ალიევმა საბოლოო სიტყვა თქვა.
მისი განცხადებით, დაკავების დღეს არ იცოდა, რომ ჯგუფურ დანაშაულზე დააკავებდნენ. სინდისის პატიმარმა აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედანზე მარტო, თავისით მივიდა და არა ვინმეს კარნახით - "თავისუფლებაში ყოფნისას არასდროს შევხვედრივარ ამ ხალხს".
დაკავების დღეს, 4 რიცხვში, არც კი ვიცოდი, რომ ჯგუფურად დამაკავებდნენ, რადგან ქართული ენა არ მესმის, არც ამათ ესმით აზერბაიჯანული ენა. თავისუფლებაში ყოფნისას არასდროს შევხვედრივარ ამ ხალხს.
თავისუფლების მოედანზე მარტო მივედი, ჩემით მივედი და არა - ვინმეს კარნახით. თუკი დანაშაული მაქვს ჩადენილი, ყოველთვის მზად ვარ, რომ ვაღიარო. თუმცა წინაზეც ვნახეთ, დავათვალიერეთ რა მტკიცებულებებია, ვითომ ზვიადი ლაპარაკობდა ტელევიზორში და მე თარჯიმანს მივმართე, მითხარი რას ლაპარაკობს… რომ მასე უნდა ვიმოქმედო. მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე მიყენებენ ბრალდებას.
ორი პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა, რომ სამართლიან განაჩენს გამოიტანთ," - თქვა ინსაფ ალიევმა პროცესზე, მისი სიტყვა დარბაზში მყოფმა თარჯიმანმა თარგმნა. ("პუბლიკა")