რისთვის დააყადაღეს 7 ორგანიზაციის ანგარიშები და რა გახადა "ოცნებამ" დასჯადი
აირწინაღის დარიგება ხალხისთვის, რომ არ მოიწამლონ და დამცავი სათვალეების გადაცემა დაუდგენელმა ნივთიერებამ აქციების დროს რომ არ დააბრმავოს. საქართველოს ევროპული მომავლის მცველებისთვის თავდაცვის ეკიპირების გადაცემის გამო პროკურატურამ შვიდ ორგანიზაციას ანგარიშები დააყადაღა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოდის, რომ მთავარი საგამოძიებო უწყება უფლებადამცველ ორგანიზაციებს ხალხის სიცოცხლის უფლების დაცვის გამო ედავება.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება მათი დაშინების მცდელობაა და სხვა არაფერი, ორგანიზაციები, რომელიც რეპრესიული კანონების ამოქმედების მიუხედავად არ დაიხურა ისევ სამიზნეში არიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ თუ ადამიანს ჯანმრთელობის დაცვაში დაეხმარები ეს დანაშაულია.
საქართველოს პროკურატურა, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ედავება, აქციებზე დაკავებულებისთვის იურდიული დახმარების აღმოჩენას. თინა ხიდაშელი, რომელიც 90-იანი წლებიდან დღემდე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ამბობს, რომ ასეთი რამ საბჭოთა დროსაც კი არ ხდებოდა.