მასაჟის სალონის ქვეშ შენიღბული "საროსკიპოები" და პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებული ხატია წერეთელი
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხელბორკილი პოლიციამ შოუბიზნესის წარმომადგენელს დაადო. ხატია წერეთელის დასაკავებლად სპეცოპერაცია სამეგრელოში ჩატარდა, მომღერალს პოლიციელებმა, ზუგდიდში, განუმარტეს, რომ ქალების პროსტიტუციაში ჩაბმის გამო იყო დაკავებული. დაკავების პარალელურად პოლიციამ დალუქა მომღერლის კუთვნილი მასაჟის ცენტრი მარჯანიშვილის ქუჩაზე.
მომღერლის დაკავების შესახებ მეგობრებმა ტელევიზიით შეიტყვეს, ამბავი მათთვის შოკისმომგვრელია. ადამიანები, რომლებსაც ხატია წერეთელთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ ამბობენ, რომ მომღერალი სილამაზის სალონს 20 წელია ფლობს, ესთეტიკურ ცენტრში კი მხოლოდ სარელაქსაციო და სამკურნალო მასაჟს აკეთებდნენ. ხატია წერეთლის გარემოცვა ამბობს, რომ მომღერალს კონკურენტებმა ბიზნესიდან ჩამოცილების მიზნით უჩივლეს.
დალუქული 13 ობიექტი და დაკავებული 11 ქალი - მომღერლის გარდა პროსტიტუციის ხელშეწყობისა ფართის გადაცემის მუხლით ხელბორკილი პოლიციამ საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს დაადო. აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება რომ, ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ხელს უწყობდნენ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
დალუქული მასაჟის სალონებიდან ერთ-ერთი ფართის მეპატრონე პოლიციელია. "პირველებმა" გაარკვია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მოქალაქეები სამი წლის განმავლობაში სთხოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაული აღეკვეთა და პროსტიტუციისთვის გადაცემული ფართი დაეხურა, თუმცა უშედეგოდ. ირკვევა რომ გოგა ლომიძე ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობდა და ახლაც ხელშეუხებელია.
დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად