რას შეეწირა ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი?
სახელმწიფოს ყველაზე დიდი ნარკოლოგიური ცენტრი მოულოდნელად ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. ლევან ჩაკვეტაძემ, განცხადება დაწერა და თანამდებობა ისე დატოვა, თანამშრომლებმა რეალური მიზეზი ვერ გაიგეს. კაცი, რომელიც ნარკოლოგიურ ცენტრს რამდენიმე თვე მართავდა სავარაუდოდ ახალ ჩანაცვლების პროგრამას შეეწირა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარებს წამალს სახელმწიფო მიაწვდის, დაიხურება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, რომლის შეფიც მოულოდნელად წავიდა, მთელს ქვეყანაში 19 ფილიალი აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით ფინანსდება. "პირველების" მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან ორ საათში ჯანდაცვის მინისტრი იძულებული გახდა ჩაკვეტაძის წასვლა დაედასტურებინა, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი პოსტი დაპირისპირებას არ შეეწირა და დანიშვნიდან რამდენიმე თვეში გადადგომა თავად მოუნდა.
ნარკოლოგები, ვინც ბენეფიციარებთან წლებია მუშაობენ და სისტემური ხარვეზები კარგად იციან ამბობენ, რომ ახალი პროგრამა კრახით დასრულდება, რადგან ამ დრომდე არ არსებობს შესაბამისი კლინიკები. მას შემდეგი რაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები დახურეს კერძო კლინიკებში სახელმწიფო ცენტრების პაციენტების მიღებას ვერ აუდიან.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად