8 სინდისის პატიმრის 8 საბოლოო სიტყვა - როდის გამოცხადდება განაჩენი

27.08.25 20:53
8 სინდისის პატიმრის 8 საბოლოო სიტყვა - როდის გამოცხადდება განაჩენი

8 სინდისის პატიმრის 8 საბოლოო სიტყვა, ატირებული ოჯახის წევრები და გამამხნევებელი შეძახილები დარბაზში - პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ფინალში გადის. 1 კვირაზე ნაკლებ დროში გაირკვევა, გაწირავს თუ არა თამარ მჭედლიშვილი პატიმრებს, რომელთა საქმეშიც ხელშესახები მტკიცებულებები არ დევს. რვავე სინდისის პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დღეს მათ მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართეს.

ზვიად ცეცხლაძესთან ერთად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს. სამივე მათგანისთვის ეს ბრალდება უსაფუძვლოსთან ერთად სასაცილოა, რადგან დაპატიმრებამდე ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.

ის სინდისის პატიმრები, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას აბრალებენ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მათივე თქმით, უსამართლობამ გამოიყვანა. თორნიკე გოშაძე და გიორგი გორგაძე ყვებიან, რომ სპეცრაზმის მიერ დარბეული და სასტიკად ნაცემი ადამიანების სახლიდან ყურება არ შეეძლოთ. 

დაპატიმრებიდან 9 თვის შემდეგაც, ირაკლი მიმინოშვილისთვის მთავარი უწყვეტი პროტესტია. ამბობს, რომ საკუთარი ბანერის ეკრანზე დანახვა განსაკუთრებულად აძლიერებს. ქუჩაში რომ არა ვინმეს მოწოდებამ, არამედ სახალხო პროტესტმა გამოიყვანა, საბოლოო სიტყვაში აღნიშნა ინსაფ ალიევმაც.

"მეგობრებო ნუ ტირით", - ნიკოლოზ ჯავახიშვილის ამ სიტყვებით დასრულდა განაჩენის გამოცხადებამდე ბოლო პროცესი. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები