კორონავირუსის გავრცელების გამო ქუთაისის 10 საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა

12.10.21 16:59
კორონავირუსის გავრცელების გამო ქუთაისის 10 საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა

ქუთაისის 10 საბავშვო ბაღი, სადაც კორონავირუსი აღმზრდელებსა და მზარეულებს აღმოაჩნდა, დროებით დაიკეტა.  

ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა კიდევ 8 ბაღში, სადაც კორონავირუსით აღსაზრდელები დაავადდნენ.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის, ინფორმაციით, თუ ეპიდვითარება გაუარესდა, ქუთაისში შესაძლოა, ყველა საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტოს.

ქუთაისში, მერიის დაქვემდებარებაში, 38 საბავშვო ბაღი იმყოფება, სადაც რეგისტრირებულია 7800 აღსაზრდელი. 

ქუთაისში მუნიციპალური ბაღების თანამშრომელთა მხოლოდ 20 პროცენტია ორმხრივად აცრილი. 

მსგავსი სიახლეები