მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში წირვა აღევლინება.
ქრისტიანულ ტრადიციაში ღვთისმშობელი მარიამი ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ყველაზე მეტად იდიდება. ეკლესიის კალენდრის უძველეს თორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ტაძრად მიყვანება - სწორედ მას არის მიძღვნილი.