"4 ოქტომბერს, ნიღბებში გამოწყობილები თუ ხალხზე ხელს აღმართავთ, მაშინ განახებთ მუქარა როგორი უნდა"- ხაბეიშვილის პასუხი "ოცნებას"
"4 ოქტომბერს, ნიღბებში გამოწყობილები თუ ხალხზე ხელს აღმართავთ, მაშინ განახებთ მუქარა როგორი უნდა"- ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" მაგინებელი დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის პოსტს, სადაც ის ოთხ ოქტომბერს მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებს და ოპოზიციას ემუქრება.
- ეს სწორედ ის დღეა, როცა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეები, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტეტო აქციის გამართვას აპირებენ
ხაბეიშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" იცის, რომ "4 ოქტომბერს 100 ათასობით ადამიანი მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობას უპირებს ივანიშვილს" და სწორედ ამის ეშინიათ.
ოპოზიციონერის თქმით, დიტო სამხარაძის მოწოდება ეხება "ე.წ. ტენდერშიკებს, ფულს რომ პარავენ ხალხს, იმათ მოუწოდებს, რომ ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ხალხსო. ეხლა გადაგაცმევთ მასკებს, დაიჭირეთ დუბინკებიო".
მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ ამათ იმის ადგილი არ აქვთ, რომ ვინემს დაემუქრონ. ეს მთელი პოსტი შინაარსობრივად რომ წაიკითხო, არის მხდალი, შეშინებული ადამიანის, ადამინათა ჯგუფის ნააზრევი და უნდა გევესმოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, მათ იმდენად რღვევა და ჩამოშლა აქვთ სისტემური, რომ ზუსტად იციან, რომ გდდ, პოლიცია ვერ მოახერხებს ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს და მის ნებას აღუდგეს წინ. ამიტომ ნახეთ რას აკეტებენ, კარგად წაიკითეთ პოსტში როგორ წერენ, იცით რა ჩვენ უნდა დავმობილიზდეთო. მისი მოწოდება ეხება ე.წ. ტენდერშიკებს, ფულს რომ წოვენ პარავენ ქართველ ხალხს, იმათ მოუწოდებს, რომ ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ხალხსო. ეხლა გადაგაცმევთ მასკებს, დაიჭირეთ დუბინკებიო... მათ შორის საკრებულოს წევრებს, ემრის მოადგილეებს , მერებს უნდათ, რომ ქართველი ქართველს დააპირისპირონ. მათ იციან, რომ 4 ოქტომბერს 100 ათასობით ადამიანი მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობას უპირებს ივანიშვილს. მშვიდობიანად აპირებს დაამხოს ივანიშვილის რეჟიმი. შიში აქვთ, იმიტო, რომ ზუსტად იციან, რომ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს ჩვენ არასდროს არ გავცდებით, მაგრამ თუ გაცდებიან ისინი, მიიღებენ ხალხის მრისხანებას. ეს პოსტი მეტყველებს ერთ რამეზე, რღვევაზე, ჩამოშლაზე, შიშზე და იმაზე, ბიჭებო, ფული ხომ იშოვეთ, ჩაიცვით ეხლა ეს დუბინკები, რა გდდ-ს და პოლიციის იმედზე გინდათ იყოთ? ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და ხელი ვისაც წაგიცდებათ, მერე როგორ დასრულდება ეს თქვენთვის, თავადვე ნახავთ. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, კონსტიტუციასაც თქვენზე უკეთ ვკითხულობთ, ამიტომ, ჩენ არა, მაგრამ აი თქვენ თუ ეცდებით ადამიანებზე ხელი აღმართოთ, ნიღბებში იქნება ეს თუ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, აი განახებთ მუქარა როგორი უნდა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
დიმიტრი სამხარაძე წერს: 4 ოქტომბერს, როდესაც ოცნება მისი ამომრჩევლის აბსოლუტურ მობილიზებას მოახდენს, თუ რამე განიზრახეს, ვერავინ უშველით! ხალხი გაგარჭობთ თქვენ ევროპელ პატრონებს! გაფრთხილებაა ქვეშაფსია დეგენერატებო და ჭკუას მოუხმეთ! ნამეტნავად აცუნდრუკულები ხართ და…
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად