ბათუმი ახალი ნგრევის საფრთხის წინაშე დგას - (ვიდეო)
ბათუმი ახალი ნგრევის საფრთხის წინაშე დგას - ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ბინის კომერციულ ფართად გადაკეთების დროს, საყრდენი კონსტრუქცია გამოანგრიეს. "ტვ პირველის" მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს გამონგრეული ბეტონის კონსტრუქცია. ე.წ. სინკარი.
ადგილზე ამ წუთებში მერიის ზედამხედვებლობის სამსახურია მობილიზებული, თუმცა უწყების წარმომადგენლები ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც ადგილზე მუშაობა ტვ პირველის რეპორტიორებმა დაიწყეს.
ბინის მეპატრონე ირწმუნება, რომ სარემონტო სამუშაოების ნებართვა აქვს.