როგორ გავჩუმდე, როცა ქუჩაში ბავშვებს ლეწავენ, ამოიღეთ ხმა საქართველოსთვის, რამ დაგაშინათ? - არქიმანდრიტი დოროთე სამღვდელოებას მიმართავს

28.08.25 13:01
როგორ გავჩუმდე, როცა ქუჩაში ბავშვებს ლეწავენ, ამოიღეთ ხმა საქართველოსთვის, რამ დაგაშინათ? - არქიმანდრიტი დოროთე სამღვდელოებას მიმართავს

 

 

"ამოიღეთ ხმა, სანამ კაცობა ფასობს, დღეს ვჭირდებით საქართველოს" - ასე მიმართავს არქიმანდრიტი დოროთე(ყურაშვილი) იმ სამღვდელოების წევრებს, ვინც ჩუმად არიან და დუმან იმაზე, რაც საქართველოში ხდება - "რამ დააშინათ, ამას ვერ ვგებულობ".

"როგორ გავჩუმდე, როცა ქუჩაში ბავშვებს ლეწავენ" - თქვა დღეს ქადაგების შემდეგ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა.

არქიმანდრიტი ამბობს, რომ სწორედ ახლა სჭირდება ქვეყანას თანადგომა და  არა მაღალფარდოვანი სიტყვებით ქადაგება.

ახლა სჭირდება ჩვენ ქვეყანას თანადგომა, ახლა ვართ ყველა კაცი, რომლებსაც შეგვიძლია ერთი სიტყვა ვთქვათ. აქ როგორ უნდა დაიმალო, თორე როცა ყველაფერი დამშვიდდება, მაშინ ქადაგებას... მე რომ ღვთისმეტყველება შემიძლია და სახარება და ქადაგება შემიძლია, ისე რომელს შეუძლია, თავის ქებად არ მიმიღოთ, მაგრამ არ შემიძლია იმაზე ვისაუბრო და ეს ხალხი დავივიწყო. არ შემიძლია მე რაღაც მაღალფარდოვნულად ვისაუბრო და ქუჩაში ბავშვებს რომ ლეწავენ, ეს არ ვთქვა, არ ვახსენო - როგორ? აი როგორ ახერხებენ? ძალიან მიკვირს. მე ვიცნობ ბევრს, სამღვდელოს, არ იფიქროთ, რომ მარტო მე ვარ, ძალიან ბევრნი არიან ნათელ მხარეს მოაზროვნეები და რისი ეშინიათ, რამ დააშინათ, ამას ვერ ვგებულობ. მინდა მაგათ ვუთრხა, სანამ კაცობა ფასობს, ამოიღონ ხმა საქართველოსთვის, დღეს ვჭირდებით საქართველოს" - ამბობს არქიმანდრიტი. 

მსგავსი სიახლეები