სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ, თავისუფლება საპყრობილეში მყოფ მზიას და ნინოს - არქიმანდრიტი დოროთე
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მადლობა უხდის და მარიამობის დღესასწაულს ულოცავს ყველა იმ ქალს, რომელიც სიმართლისთვის იბრძის - "მინდა ჩვენს პრეზიდენტს სალომეს, საპყრობილეში მყოფ მზიას და მასწავლებელ ნინოს მივულოცო".
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა დღეს ამბიონიდან დატყვევებულ ქალებს, მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს მალე გათავსიუფლება უსურვა და თქვა, რომ დღეს "ოცნების" მმართველობის პირობებიში, ყველა ქალი იდევნება, ვისაც ქვეყანაში დემოკრატია შემოაქვს - "სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ" .
"ჩვენ, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ქალის პატივისცემა" - თქვა დღეს არქიმანდრიტმა , რომლის ქადაგებასაც დღეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
დღეს ჩვენი ბევრი "ბრჭყალებში მართლმორწმუნე" ხალხს ექცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ ძველ აღთქმაში. და უფრო უარესი, სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ და მე მინდა, რომ ყველა იმ მებრძოლ ქალს, განსაკუთრებით ჩვენს პრეზიდენტს სალომეს მივულოცე, მინდა მზიას მივულოცო, მასწავლებელ ნინოს მივულოცო და მივულოცო ყველა არასამთავრობოს და ჟურნალისტ ქალს და ყველას, ვინც იბრძვის სიმართლისთვის, რადგან მე გახარებული ვარ. გახარებული ვარ იმით, რომ ასეთი მოაზროვნე, ასეთი ძლიერი ქალები, გონონები გვყავს ქართველს ერს და ეს არის ქრისტეს მიერ ჩვენი დაფასება, რომ აი ასეთი ძლიერი ქალბატონები მოგვივლინა დღეს. მივულოცავ მათ, დღეს არის მათი ამაღლების დღე და ღმერთმა ქნას, რომ ყველა ქართველმა კაცმა ისწავლოს ქალის მოპყრობა ქრისტესმიერი...დღეს ყველა ქალი იდევნება... საქართველოში არასამთავრობოს წარმომადგენელი ქალები არიან დემოკრატიის აგენტები, მათ სიტყვას გამოვიყენებ. იმათ შემოაქვს დემოკრატია, იმათ შემოქავთ ქალთა უფლებები, იმათ შემოაქვთ თანასწორობა და ამიტომ იდევნებიან. ჩვენ, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ქალის პატივისცემა. ღმერთმა ყველა ქალს, საპყრობილეში მყოფს - მზიას, ნინოს და ყველას მისცეს თავისუფლება", - თქვა ქადაგებისას არქიმანდრიტმა.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად