დაარღვევს თუ არა დუმილს დღევანდელ სასამართლოზე ხატია წერეთელი და აღიარებს თუ არა ბრალს 12 დაკავებული?
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ქალები მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში. საქალაქო სასამართლოში ეტაპობრივად მიჰყავთ 12 ქალი, რომელთაც ხელბორკილები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაადეს. მათ შორის არის მომღერალი ხატია წერეთელიც, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, დუმილს დაარღვევს.
"პირველების" ინფორმაციით, მძიმე დანაშაულში მხილებული არც ერთი ქალი დანაშაულს არ აღიარებს. ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ნაწილი ადვოკატებთან განმარტავს, რომ მათთვის უცნობია, რას ედავება გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ზემდგომები დაკავებულები არ არიან.
როგორც "პირველებს" ქალების უფლებადამცველები ეუბნებიან, ქალების ნაწილი აღიარებს, რომ ისინი პროსტიტუციით იყვნენ დასაქმებულები და გარკვეულ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს, თუმცა თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ მათ მიერ გამომუშავებული თანხა დამქირავებელთან შედიოდა, რომლებიც დაკავებულები არ არიან.
დღეს ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეების ადვოკატები აპირებენ, რომ ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შუამდგომლობა დააყენონ.
მხოლოდ ფარულა მასალა, მეტი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არავინ არ არის საერთოდ დაკითხული საქმეში, მხოლოდ ის ფარული მასალაა და ასევე იმ ფარული მასალის განმხორციელებელი, ვინც თანამშრომლობს ის პირია გამოკითხული. მეტი მტკიცებულება ფიზიკურად არ არსებობს. ეს არაფერს არ ადასტურებს. კონკრეტული სქემა ისეთი იყო, რომ რამდენიმე პირი ფართს ქირაობდა და ეს პიროვნებები თვითონვე ეწეოდნენ ამ საქმიანობას. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანს ფართს გადასცემდა.
ისე დაემთხვა, რომ ის კონკრეტული პირი, ვინც შემოვიდა, მასთან იყო კომუნიკაციაში და სხვა კონკრეტულ შემთხვევებში სხვა პირებიც ანალოგიურად მონაწილეობდნენ. ეს არ არის ფართის გადაცემა, ეს არის უბრალოდ ამ საქმიანობის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული წესით დასჯადია და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანმა ფართი გადასცა და ამით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. თავადაც იყო პროსტიტუციაში ჩართული", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.
საქმსი პროკურორი ირწმუნება, რომ საქმეში ფარული ჩანაწერების გარდა, ასევე მოწმეთა ათეულობით ჩვენებაა. რაც შეეხება "პირველების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი დალუქული ობიექტი პოლიციელს ეკუთვნის, რომელიც ამ ეტაპზე დაკავებული არ არის, პროკურორი ირწმუნება, რომ ის, რომ ფართის მფლობელი ნამდვილად სამართალდამცველია, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში ამ ეტაპზე არ არის.
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის მომღერალი ხატია წერეთელია. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.
- შსს-ს ცნობით, თბილისსა და სამეგრელოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
- როგორც გელა გელაძის უწყება იტყობინება, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად