საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციაზე საჯაროდ გამოსვლის გამო თანამშრომელს ხელფასი დაუქვითა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 26 აგვისტოს ბრძანებით, მემონტაჟე-ოპერატორს, გიგა კიტიას რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოსვლის დროს, არხისთვის “რეპუტაციული ზიანის” მოყენების გამო სექტემბრის თვის ხელფასიდან 30 პროცენტი დაუქვითა.
ამასთან, მაუწყებელმა თანამშრომელი გააფრთხილა, რომ თუ 12 თვის განმავლობაში „ანალოგიურ ან სხვა სახის დარღვევას“ დაუშვებს, სამსახურიდან გაათავისუფლებს.
“პირველმა არხმა” კიტიას აპრილში საყვედურიც გამოუცხადა.
ჩემი და HR-ის ურთიერთობა 👇🤣 შვებულებამდე მომწერა და რომ დაბრუნდა ასეთი გადაწყვეტილებით გაიხსნილა: 👇 ხელფასის 30% ჩამომაჭრა (ერთჯერადად) რუსთაველზე სიტყვით გამოსვილისთვის და ისევ შვებულებაზე გავიდა... 🫠
არა ნუ, ,,კაი აჩმა" უნდა გავაკეთებინო და ოთახები დავიარო ,,ჟაროვნით" ხელში, როგორც საზმაუზე შემორჩენილმა უთავმოყვარეო მცველთაგანმა..."- წერს კიტია სოციალურ ქსელშ.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად