სპეცოპერაცია დუშეთში - ვინ არის დაკავებული და რა სქემით უშვებდნენ მოქალაქეებს აშშ-ში?

12.10.21 17:29
სპეცოპერაცია დუშეთში - ვინ არის დაკავებული და რა სქემით უშვებდნენ მოქალაქეებს აშშ-ში?

სპეცოპერაცია დუშეთში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ ამერიკის ვიზებსი უკანონო დამზადების ბრალდებით  35 წლის დაჩი სიანაიძე დააკავა. 

"პირველებმა" გაარკვია, რომ სიანაძე 1000 ევროს სანაცვლოდ უწევდა ორგანიზებას სქემას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ ვიზას. 

თავდაპირველად სიანაიძეს საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გადაჰყავდა, საიდანაც მექსიკის საზღვრის გავლით ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების შეერთებულ შტატებში გადაყვანა. 

ჩვენი ინფორმაციით, სიანაიძე მარტო არ მოქმედებდა და მას რამდენიმე პირთან ჰქონდა უშუალო კომუნიკაცია. ცალკეული პირებიც იღებდნენ 2 000 დოლარს გაწეული სამუშაოსთვის. 

სიანაიძე საკთარი სახლიდან აიყვანეს. მასთან ერთად გამოკითხვაზეა გადაყვანილი ერთი პირი. 

მსგავსი სიახლეები