რა გვემუქრება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში? - ბიზნესი და ეკონომისტები საფრთხეებზე საუბრობენ

28.08.25 17:54
რა გვემუქრება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში? - ბიზნესი და ეკონომისტები საფრთხეებზე საუბრობენ

რა გვემუქრება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში? - ბიზნესი და ეკონომისტები საფრთხეებზე საუბრობენ.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" იგივე პოლიტიკა გააგრძელა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება საქართველოს ნამდვილად ემუქრება, რამაც ევროპასთან შესაძლოა, სავაჭრო ურთიერთობების პარალიზება გამოიწვიოს. 

ბედინეიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქმედებების გამო, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობა საფრთხის ქვეშ დგას და ასეთ შემთვევაში ჩვენი ქვეყანა ინვესტიციებისთვის მიმზიდველი არარ იქნება. 

ქართულმა ოცნებამ თუ გააგრძელა ის პოლიტიკა, როგორიც დღეს არის, რა თქმა უნდა, გვემუქრება თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებ. ტარიფები ბუნებრივია ბარიერს ქმნის, ვიღაცებს გაუძვირდებათ ბიზნესის წარმოება ევროკავშირთან, ვიღაცები ვეღარ შეძლებენ ურთიერთობას. სავაჭრო პროტექციონიზმის შედეგად შეიძლება მივიღოთ სავაჭრო ურთიერთობების პარალიზება ევროპასთან. მნიშვნელოვანი და მზარდი წილია ევროკავშირში ექსპორტის. ისედაც ყოველ საექსპორტო ლარს თუ დოლარს უნდა თვალსიჩინივით ვუფრთხილდებოდეთ, იმიტომ, რომ ვართ სავაჭრო დეფიციტის ქვეყანა. ამ დროს ივანიშვილის ქცევით  და მისი მიზნების მისაღწევად ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რომ საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ამ საექსპორტო შესაძლებლობას. ექსპორტშიც დაგვარტყამს, პირდაპირ ინვესტიციებშიც დაგვარტამს", - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი. 

საფრთხეებზე საუბრობა ბიზნესიც - რესან ქიქავას თქმით, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებით ბიზნესი დაზარალდება და ეს დაარტყამს ეკონომიკასაც.

პირდაპირ პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა ამ ყველაფერს, მათ შორის საინტერესოა აზიისთვის, რომელზეც ახლა მიდის საუბარი. სწორედ ამ კუთხით ვიყავით ჩვენ, რომსაქართველო ხდებოდა გარკვეულწილად ჰაბი, ყოველიშემთხვევისთვის შეგვეძლო ამის გამოყენება, რომ გავმხდარიყავით ჰაბი მათ შორის ტვირთვებისთვის, საწარმოებისთვის და ა.შ. ყველაზე დიდი ზიანი, მემგონი რეპუტაციული კუთხით იქნება ამის შეჩერება, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის. ყველა ის ბიზნესი, რაც დაკავშირებული იყო ევროპასთან და იყენებდა ამ ხელშეკრულებას, ყველა ის ბიზნესი დაზარალდება და  ეს დაარტყამს ეკონომიკას", - ამბობს რესან ქიქავა. 

მსგავსი სიახლეები