შეტევა სამოქალაქო სექტორზე - ამზადებს თუ არა პროკურატურა დაპატიმრებების ახალ სერიას

28.08.25 21:07
შეტევა სამოქალაქო სექტორზე - ამზადებს თუ არა პროკურატურა დაპატიმრებების ახალ სერიას

ზვიად მაისაშვილზე თავდამსხმელები ისევ დაუსჯელები არიან. სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ მის ინტერესებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა - ISFED-ი და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" - ორივე ორგანიზაცია დღეს დაყადაღებულია. მათ შეიძლება სტრასბურგში მისი ინტერესების დაცვა გაუჭირდეთ.~

18 ლარის ბინტი, 94 ლარის სადეზინფექციო ხსნარი ეთანოლსეპტი, 12 ლარის ლეოკოპლასტი, რესპირატორი 224 ლარის - თავდაცვის ამ საშუალებების შეძენას ედავებიან "სოციალური სამართლიანობის ცენტრს". საქმეში არსებული შესყიდვებით, რომელიც სამთავრობო მედიამ გაავრცელა, ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო პრეპარატების შეძენას ედავებიან. ამ ბრალდებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.

მოქალაქისთვის მოწამვლისგან თავის დასაცავად გადაცემულ პირბადეს, სათვალესა და აირწინაღს "ოცნება" სასჯელის სახით უთანაბრებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, ტრეფიკინგი. მაგალითად, უფრო ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს ყაჩაღობა და გაუპატიურება, ვიდრე პირბადეების დარიგება, რომლის გამოც შეიძლება 15 წლამდე ციხე ემუქრებოდეთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

თავდასხმის ახალი ეტაპი დროში ემთხვევა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როცა სამ დღეში უნდა გადაწყდეს დაიწყება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურები - ეს იურისტებისთვის შემთხვევითობა არ არის. ისინი თვლიან, რომ "ოცნების" გათვლა სწორედ ევროინსტიტუტებისთვის საბოტაჟის გამოცხადება იყო.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები