ხატია წერეთელი და კიდევ 11 ქალი პატიმრობაში გაუშვეს - დახურული სასამართლო სხდომის დეტალები
პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე მომღერალ ხატია წერეთელს და 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, მოსამართლე მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. 12-ვე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურორის განცხადებით, სხდომაზე ბრალდებულებს დანაშაული არ უღიარებიათ. მისი თქმით, სხდომის დახურვა საჭირო არ იყო.
რაც შეეხება სხდომის დახურვას ეს იყო დაცვის მხარის შუამდგომლობა. ბალდების მხარე არ დაეთანხმა ამ შუამდგომლობას, თუმცა დაცვის მხარემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით.
არც აღიარებას ჰქონია ადგილი და ჩემი აზრით, საერთოდ არ იყო საჭირო სხდომის დახურვა.
ფართის მეპატრონე არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავებული. ფართის მეპატრონე რომ აქირავებს ფართს, ავტომატურ რეჟიმში მას არ ეკისრება ფართში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონტროლის ვალდებულება," - განაცხადა პროკურორმა.
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის მომღერალი ხატია წერეთელია. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.
- შსს-ს ცნობით, თბილისსა და სამეგრელოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
- როგორც გელა გელაძის უწყება იტყობინება, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად