ხარაგაული, შესაძლოა, სტიქიური კატასტროფის ეპიცენტრად იქცეს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ხალხი, ხარაგაულის რაიონიდან შველას ითხოვს, უკვე რამდენიმე დღეა მდინარე "ყარნება" გუბდება, მიწის მასის ჩამოწოლის გამო, მდინარე ვერ უერთდება მდ. ჩხერიმელას, რაც წყლის დაგუბების იწვევს და შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოგყვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყერსაშიშ სოფლებში, ღვერკასა და ხემაღალში ცხოვრება უკვე შეუძლებელია.
მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მიწა ყოველდღიურად ირღვევა და ჩნდება ახალი ნაპრალები. არ არის გამორიცხული მიწა სრულად ჩამოიშალოს და საცხოვრებელი სახლებიც თან ჩაიყოლოს. საცხოვრებელ სახლებთან ერთად დაზიანებულია საავტომობილო გზები. გეოლოგები ტერიტორიას უკვე რამდენიმე კვირაა აკვირდებიან, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს.
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ვითარებას საგანგაშოდ არ აღიქვამს და ამბობს რომ მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს და სპეციალურ სამუშაოებს აწარმოებენ, მაგრამ ვერც უარყოფს, რომ ადგილზე საშიშროების რისკი დგას და საკუთარ მოსახლეობას "პირველების" ეთერით მოუწოდებს დაცალონ ტერიტორია.
სპეციალისტები განგაშის სიგნალს რთავენ და დარჩენილი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციას ითხოვენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს შედეგი ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს არასწორმა სამუშაოებმა გამოიწვია და სრულ პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკისრებენ.
ვრცლად ნახეთ დავით სორდიას რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად