თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები - თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მხარდასაჭერი აქცია
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მხარდასაჭერად მოქალაქეები მარშით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ.
უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძისთვის წაყენებული ბრალის აბსურდულობაზე ისაუბრეს.
თორნიკე თოშხუას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, სინდისის პატიმარი 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ არ არის ისეთი, როგორიც იქნებოდა ნორმალური კვების პირობებში.
საკვები არ მიუღია თორნიკეს დაკავების დღიდან, საუბარია 16 რიცხვზე. დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობა, მე არ ვარ სპეციალისტი, რომ ერთმნიშვნელოვნად შევძლო შეფასება, მაგრამ ფაქტია, რომ 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ არ არის ისეთი, როგორიც იქნებოდა ნორმალური კვების პირობებში.
მქონდა საშუალება მისი თანამესაკნელებისგან მიმეღო ინფორმაცია და ბუნებრივია 13 დღის შემდეგ გარკვეული სიმპტომები გაჩნდა. დღეის მდგომარეობით, თვითონ ფსიქოლოგიურად მხნედ არის და უძლებს იმ სტრესს და წნეხს, რასაც შიმშილობა იწვევს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება პროტესტის ფარგლებში დაკავებულ სხვადასხვა ადამიანებთან და მათ მიერ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვასთან დაკავშირებით და ვიცით, რომ წარუშლელი ზიანი შეიძლება დადგეს, შეიძლება დადგეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს საგამოძიებო უწყებას და პროკურატურას და ის მოთხოვნები, რასაც საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს მოთხოვნა, როგორიც არის ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარება, ჩაატარონ დროულად," - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, ორივე სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნება თავისუფალი და საჭიროა, რომ პროტესტი არ შეწყდეს.
მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცოტა ხანში მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.
ცნობისთვის, სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა უკვე 13 დღეა შიმშილობს. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.
საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.
აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად