უკრაინაში აშშ-ის საელჩო: პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს, მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია
პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს- ასე ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის საელჩო კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
საელჩ გავცრელებულ განცხადებაში წერს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია და ის რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.
„კიევში რუსეთის თავდასხმების სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, მათ შორის უკრაინული სახლები და შენობები, სადაც ევროკავშირის დელეგაცია და ბრიტანეთის საბჭოა განთავსებული. მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლებს და მათ ოჯახებს. როდესაც საქმე ამ ომს ეხება, პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს და ორივე მხარე კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაში უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია. კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი.